Loading data...
არჩილ გორდულაძე: კოსების და კალასების მსგავსი ბიუროკრატები საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან, გადატრიალების მცდელობას არ ემიჯნებიან, წამახალისებლებიც კი არიან

კოსების და კალასების მსგავსი არ არჩეული ბიუროკრატები თავისუფალ სიტყვას და ადამიანების თავისუფალ განვითარებას ებრძვიან, ამავე დროს, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით საქართველოს შიდა მაგალითზე წარმოჩნდება.

„მათ სიტყვას, რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში გადატრიალების მცდელობას არ ემიჯნებიან და ხშირ შემთხვევაში, წამახალისებლებიც კი არიან.

მათი განცხადებები შინაარსისგან დაცლილია, რადგან ევროსტრუქტურების მიერ ნაწარმოები კვლევებით ჩანს, რომ საქართველოს მოწინავე ადგილები აქვს, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. ამ დროს კი, კოსებისა და კაისების განცხადებებს ვხედავთ, რომლებიც აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.