Loading data...
არჩილ გორდულაძე გრანტების შესახებ კანონზე: „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მხარდაჭერილია საზოგადოების მხრიდან

გრანტების შესახებ და თანამდევ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცებულია - საკითხზე კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე 18 თებერვალს შედგა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილების მიზანია, გაკონტროლდეს გარედან მიღებული თანხების ბრუნვა ქართულ პოლიტიკაში.

„ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მხარდაჭერილია საზოგადოების მხრიდან, რისი დასტურიც არის 2024-2025 წლის არჩევნები. სწორედ ამ ლეგიტიმაციით გვაქვს არა თუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.

შეგვაქვს ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რათა შავი ფულის ტრიალი, გარედან მიღებული თანხების ბრუნვა ქართულ პოლიტიკაში, ერთხელ და სამუდამოდ იყოს კონტროლს დაქვემდებარებული და არ იყოს გატარებული უცხო ინტერესები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ