Loading data...
არჩილ გორდულაძე: გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის ექსკლუზიური უფლებამოსილება საპროკურორო საბჭოს წევრებს ექნებათ

ახლანდელი ცვლილებით, საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს. საპროკურორო საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, კანდიდატები დაასახელონ, რომელთა მოსმენაც და შემდეგ კენჭისყრაც საპროკურორო საბჭოს ფარგლებში მოხდება, ხოლო ერთ-ერთი კანდიდატი პარლამენტს წარედგინება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი განმარტებით, ამით ის კონსტიტუციური წესრიგი აღდგება, რომელიც სრულყოფილად არ არის უზრუნველყოფილი.

„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გენერალური პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭო წარადგენს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი ირჩევს. წარდგენისა და დამტკიცების პროცედურაში იმ პირების ჩარევა, რომლებიც კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული, დაუშვებელია. კონსტიტუციურ და სამართლებრივ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომ საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებამდე სხვა პირებიც ჩართონ, იქნება ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ აკადემიური წრე“,  - აღნიშნა გორდულაძემ.

მისი თქმით, ახლანდელი ცვლილებით, საპროკურორო საბჭოს კანდიდატის წარდგენის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს და საპროკურორო საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, კანდიდატები დაასახელონ, რომელთა მოსმენაც და შემდეგ კენჭისყრაც საპროკურორო საბჭოს ფარგლებში მოხდება, ხოლო ერთ-ერთი კანდიდატი პარლამენტს წარედგინება.

„ახლანდელი ცვლილებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის ექსკლუზიური უფლებამოსილება საპროკურორო საბჭოს წევრებს აქვთ. საპროკურორო საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, კანდიდატები დაასახელონ, რომელთა მოსმენაც და შემდეგ კენჭისყრაც საპროკურორო საბჭოს ფარგლებში მოხდება, ხოლო ერთ-ერთი კანდიდატი პარლამენტს წარედგინება.

ამით ის კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც მთლად სრულყოფილად არ არის უზრუნველყოფილი, აღდგება. ეს კანონპროექტი არის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური შინაარსის. ჩვენი პოლიტიკური მიზანია, კონსტიტუციური წესრიგი სრულად უზრუნველყოფილი იყოს. წარმოდგენილი ცვლილება პირდაპირ მოემსახურება სამართლებრივი ლოგიკის უზრუნველყოფას სამართლებრივ სივრცეში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.