Loading data...
არჩილ გორდულაძე: გადაწყვეტილებას ელისაშვილის სასარგებლოდ თუ მიიღებენ, იგივე ბედი ეწევა, როგორც ნებისმიერ სხვა „ნაცს“, კომიკური კანდიდატი იქნება

„დამარცხებისთვისაა განწირული ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაბედავს და ბატონი კახი კალაძის წინააღმდეგ ჩაერთვება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ თუ მიიღებენ, მას იგივე ბედი ეწევა, როგორც ნებისმიერ სხვა „ნაცს“.

„გული დაგვწყდება, თუ ბატონი ალეკო ელისაშვილი არ იქნება გახარიები -„ნაცებისა“ და „ლელოელი“ - „ნაცების“ ერთიანი კანდიდატი.

მხოლოდ ბატონ ალეკო ელისაშვილს აქვს შანსი, „დიფ სთეითის“ დავალებები კარგად შეასრულოს. კომიკური ადამიანია და კომიკური კანდიდატი იქნება. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, იგივე ბედი ეწევა, როგორც ნებისმიერ სხვა „ნაცს“.

დამარცხებისთვისაა განწირული ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაბედავს და კახი კალაძის წინააღმდეგ ჩაერთვება“, - აღნიშნა გორდულაძემ.