Loading data...
არჩილ გორდულაძე: ერთმანეთს თვალთხარიებსა და თაღლითებს ეძახდნენ, ახლა ხელები ჩაჰკიდეს, დავალება აქვთ, საზოგადოება მოატყუონ, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან

„ერთმანეთს თვალთხარიებსა და თაღლითებს ეძახდნენ, ახლა ხელები ჩაჰკიდეს. დავალება აქვთ, საზოგადოება მოატყუონ, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „ნაცობა“ კონკრეტული პარტიის წევრობას არ ნიშნავს, ეს არის „ხელმოწერა სამშობლოს ღალატზე“.

„„ლელოელი“ „ნაცებისა“ და გახარიების „ნაცების“ ღონისძიება ვნახეთ. საზოგადოებას არ დავიწყებია, რომ ერთმანეთს თვალთხარიებს და თაღლითებს ეძახდნენ, ახლა ხელები ჩაჰკიდეს, გადაეხვივნენ და პოლიტიკური ქორწინება შედგა. რატომ? ასეთი დავალება აქვთ. დავალება აქვთ, ერთად სცადონ და საზოგადოება მოატყუონ, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან. „ნაცობა“ კონკრეტული პარტიის წევრობას არ ნიშნავს, ეს არის ხელმოწერა სამშობლოს ღალატზე. ეს ადამიანები როგორც პოლიტიკურად, ასევე ადამიანურად სამშობლოს მოღალატეები არიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ინტერესები როგორმე დააზიანონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.