Loading data...
არჩილ გორდულაძე EPP-ის რეზოლუციაზე: მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო

„რა უნდა ვილაპარაკოთ EPP-ის რეზოლუციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი თურმე პოლიტპატიმარი ყოფილა, ადამიანი, რომელმაც ჩამოშალა მთელი ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიღებული რეზოლუციებით, ოპოზიცია საკუთარ თავს ამხელს, რომ ერთი ხელისგან იმართება. 

„იღებენ რეზოლუციას, სადაც მოწმედ მოიყვანენ ხოლმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს და ერთი დიდი ჩაკეტილი წრე არის. მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო, სულ ამ რეჟიმში არიან ეს ადამიანები და პირიქით, რეალურად საკუთარ თავს ამხელენ, რომ ერთი ხელისგან იმართებიან, როგორც ჩვეულებრივი მარიონეტები. რა უნდა ვილაპარაკოთ EPP-ის რეზოლუციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი თურმე პოლიტპატიმარი ყოფილა, ადამიანი, რომელმაც ჩამოშალა მთელი ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნავს გორდულაძე.