1787227793
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო სამიტზე მიწვევის ფაქტს, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
„ძალიან გთხოვთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ გაუმხილოთ პრეზიდენტ მაკრონის წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი. ისინი ამბობენ, რომ არც პრემიერ-მინისტრი არსებობს, არც „ქართული ოცნება“, არც ქართველი ხალხის არჩევანი.
ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე“ - განაცხადა გორდულაძემ.