Loading data...
არჩილ გორდულაძე: ასეთია აგენტის მოცემულობა, როდესაც ხელს მოაწერ ყველაფერზე მერე გიწევს, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი

მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ოპოზიცია და აქტივისტების ჯგუფები ბრიუსელიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ყველაფერზე ხელის მომწერ ადამიანებს უწევთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდონ თავი.

„რომელ გულწრფელ პროტესტზეა საუბარი ან რომელ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე? ვხედავთ, რომ მიიღეს ბრიუსელიდან დავალება, ვხედავთ იმასაც რომ წერტილ-მძიმის შეცვლის შესაძლებლობაც არ მისცეს და როგორც აგენტს შეეფერება გამოვიდნენ და წაიკითხეს ზუსტად იგივე ტექსტი, რომელიც გამოუგზავნეს მათ ინგლისურ ენაზე.

ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან და სამწუხაროდ, მათ უწევთ იყვნენ უბედურ დღეში, ასეთია აგენტის მოცემულობა, როდესაც ხელს მოაწერ ყველაფერზე მერე გიწევს, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.