Loading data...
არჩილ გორდულაძე: არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლეში

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, სასამართლოს უპატივცემულობას შეფასდა პარტია „გახარია საქართველოს“ კიდევ ერთი შუამდგომლობა. საუბარია მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების მოთხოვნას. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

აქვე, განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლის წინაშე ეჭვი შეიტანოს ვინმემ.

„არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლის წინაშე. მიუხედავად იმისა, რა უნდა სცადოს დაცვის მხარემ, არ არის ეგ პრობლემა, სცადოს. ერთი არის ფაქტები და მეორე არის მისი სურვილები და მცდელობები. რა ვიცი, ამდენი დააყენეს, მგონია რომ უფრო აგროვებენ რაც შეიძლება უფრო დაუსაბუთებელ შუამდგომლობებს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.