Loading data...
არჩილ გორდულაძე ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების შესახებ ახალ რეგულაციებზე: ახალი წესის ამოქმედების მიზანს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს

„ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების და რეალიზაციის შესახებ ახალი წესის ამოქმედების მიზანს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

„ეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის და ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ერთია კანონი, მაგრამ სანამ კანონი ამოქმედდება, ისევ და ისევ ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ ერთი არის შემოსავლის მიღება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვისი დაზიანების ხარჯზე“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ახალი წლიდან ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების და რეალიზაციის შესახებ ახალი წესი ამოქმედდა.