Loading data...
არჩილ გორდულაძე: ადამიანებმა, რომლებიც გარეთ დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ

„ადამიანებმა, რომლებიც გარეთ [აქციაზე] დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ გარე აქტორები გარეთ მდგომ ხალხს უწოდებენ ქართველი ხალხის ხმას, მაშინ, როდესაც ყველამ იხილა ის თუ ვინ არის ქართველი ხალხი.

„არიან გარედან დაფინანსებული პირები და მათ უკან ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანია, არ არსებობდეს ქვეყანაში პატივსაცემი ინსტიტუცია. ადამიანებმა, რომლებიც გარეთ [აქციაზე] დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია და ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს გარე სხვა აქტორები უწოდებენ ქართველი ხალხის ხმას, მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილეთ, ვინ არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის აბსოლუტური გაერთიანება ნახა მთელმა მსოფლიომ“, - აღნიშნა გორდულაძემ.