Loading data...
არჩილ გორდულაძე: 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაუჯერეს პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს, ახლა შეუძლიათ კვლავ დაუჯერონ, აღიარონ საკუთარი დანაშაული, მოინანიონ

„4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაუჯერეს პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს. ახლა შეუძლიათ, რომ კვლავ დაუჯერონ, აღიარონ საკუთარი დანაშაული, მოინანიონ და როგორც გაცხადებული პოზიცია არის საქართველოს გენერალური პროკურატურისგან, ისინი შესაბამისად მიიღებენ საპროცესო შეთანხმებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის წერილს, სადაც ის დაკავებულებს თხოვნით მიმართავს, გამოიყენონ შანსი და დათანხმდნენ საპროცესო შეთანხმებას.

მისი თქმით, ბურჭულაძე ამ განცხადებას საკუთარი თავის გადარჩენას აკეთებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებული უმძიმეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულში და ახლა მისი განცხადებები არის საკუთარი თავის გადასარჩენად, თავისივე წაქეზებული ადამიანების გადასარჩენად, ეს საზოგადოებამ შეაფასოს.

მთავარი არის, რომ 4 ოქტომბერს იყო მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველომ თავიდან აიცილა მორიგი რევოლუცია და გარე პატრონების მიერ ორგანიზებული გარე მმართველობის დამყარების მცდელობა“, - აღნიშნავს გორდულაძე.