1747126813
პოლიტიკა
არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ თავად არჩილ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.
ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, - აღნიშნულია განცხადებაში.