Loading data...
ამილახვარი ფეხბურთელების მიმართ კრიტიკაზე: „ნაცმოძრაობა“ რის „ნაციონალური მოძრაობაა“, თუ ფსკერზე არ დაეშვა და ასეთ დროსაც არ იკადრა უკადრებელი

„ჩვენს გმირ ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანა გააერთიანეს, აბულინგებენ“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილისგან ყველა მიჩვეულია მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედებას.

ჩვენს ნადვილად გმირ ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანა გააერთიანეს, აბულინგებენ გარკვეული განცხადებების არგაკეთებისთვის. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლისგანაც ყველა მიჩვეულია მსგავსი მასშტაბი ქველმოქმედებას, რა თქმა უნდა, მათ დამსახურებულად გადასცა პრემია-ჰონორარი და მადლობა ბიჭებს, რომ მათ ეს ღირსეულად დაინახეს. „ნაცმოძრაობა“ რის „ნაციონალური მოძრაობაა“, თუ ფსკერზე არ დაეშვა და ასეთ დროსაც არ იკადრა უკადრებელი“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.