1770146426
პოლიტიკა
ამერიკული მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ იუწყება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი ბრენდან ჰანრაჰანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას შეხვდა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განრიგშია აღნიშნული, შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, დახურულ ფორმატში იყო დაგეგმილი.
შეხვედრის თაობაზე დამატებითი დეტალების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.