Loading data...
ალიევი: ევროპულ კომისიაში საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია - ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხის ნებას კოლონიალური წარსულის პრიზმიდან შეხედონ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპულ კომისიაში საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. 

როგორც ალიევმა ფორუმზე სახელწოდებით „ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე“ საუბრისას განაცხადა, საქართველოს შიდა პრობლემები ქართველი ხალხის მიერ უნდა იყოს მოგვარებული და არა ბრიუსელის ბიუროკრატების.

„ევროპულ კომისიაში საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს. ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხის ნებას კოლონიალური წარსულის პრიზმიდან შეხედონ.

საქართველოს ხალხმა იცის, რომ ჩვენ მათთან ვართ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობამაც იცის. საქართველოს შიდა პრობლემები ქართველი ხალხის და არა ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ უნდა იყოს მოგვარებული“, - აცხადებს ალიევი.