Loading data...
ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პარსელს შეხვდა

2026 წლის 20 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პარსელს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება.