Loading data...
აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხით, ყველანაირი მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხითა და მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს. დაიწყო ჯერ ბერძენიშვილმა, მაგრამ მას არ ეყო წონა, რომ მის ამ განცხადებას აჟიოტაჟი გამოეწვია; შემდეგ ამას მოჰყვა ბარამიძის ძალიან მძიმე განცხადება, რომელმაც ქართველებს ომის დანაშაული დააბრალა; ამას მოჰყვა გვარამიას განცხადება, რომელმაც აფხაზეთი მოიხსენია, როგორც ტრავმული მეხსიერება. შემდეგ სამადაშვილის განცხადება, ამ ყველაფერს კი მხარი დაუჭირეს „ენჯეოებმა“, - განაცხადა ალადაშვილმა.