Loading data...
აკაკი ალადაშვილი ოპოზიციის ლიდერების ნორვეგიის ელჩთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთ შეხვედრებს საზოგადოებას უმალავენ, ნათელია, რომ ისინი გარკვეულ დავალებებს იღებენ, რომელიც არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს

ნორვეგიის ელჩთან გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როდესაც ასეთ შეხვედრებს საზოგადოებას უმალავენ, ნათელია, რომ ისინი გარკვეულ დავალებებს იღებენ, რომელიც არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ქართველ ხალხს არ მოსწონს ის, რომ ისინი გარე ძალების ინტერესებს ატარებენ. ეს რომ დასამალი არ ჰქონდეთ, ეს შეხვედრა ღია და საზოგადოებისთვის ნათელი იქნებოდა. როდესაც ასეთ შეხვედრებს საზოგადოებას უმალავენ, ნათელია, რომ ისინი გარკვეულ დავალებებს იღებენ, რომელიც არ სურთ, რომ საზოგადოებამ გაიგოს“, - აღნიშნა ალადაშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ინიციატორი თავად დიპლომატი იყო.