1775719570
პოლიტიკა
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მივიდნენ
9 აპრილის მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მივიდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც.