1732549146
პოლიტიკა
26 ნოემბრიდან პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს იწყებს
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს 26 ნოემბერს იწყებს.
13:00 საათზე ჩანიშნულია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენენ.
კომიტეტის სხდომამდე კი პარლამენტში, ბიუროს სხდომა გაიმართება.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.