1763553311
პარლამენტი
ზურაბ ქადაგიძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ ქადაგიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას კომიტეტის ხუთმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთი წევრი წინააღმდეგი იყო.
ზურაბ ქადაგიძის კანდიდატურა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალმა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ წარადგინა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ზურაბ ქადაგიძეს საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.