Loading data...
ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.

სტუდენტების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამახვილდა. საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს.

დისკუსიის ფარგლებში ზაზა ლომინაძემ ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა საკითხზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათ მოგვარების გზები. ახალგაზრდებს საინტერესო შეკითხვები ჰქონდათ. სტუდენტებს პრეზენტაცია წარვუდგინე და ჩემი ხედვა გავაცანი, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მომავალში წარმატებულები იყვნენ“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.