ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს.
ზაზა ლომინაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში, სადაც ყურადღება დაეთმო ქრონიკული დაავადებების ადრეულ გამოვლენას, მართვას, პრევენციული პროგრამების გაძლიერებას და პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მოქალაქეთა ნდობის ზრდას.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ საპარლამენტო ფორუმზე (The Parliamentary Dialogue) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის და პარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) გენერალური მდივნის ერთობლივი მიწვევით იმყოფება.