1773059663
პარლამენტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ გამოცხადდება, შეიძლება, მაგისტრატი მოსამართლის მიერ დაიკითხოს.