Loading data...
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს მამუკა მდინარაძეს მოუსმინა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, მამუკა მდინარაძეს მოუსმინა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საკითხი დახურულ რეჟიმში განიხილეს.

კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევას მხარი დაუჭირეს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

„თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძე, თავისი პიროვნული თვისებებისა და განვლილი პროფესიული გზის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული უფროსი იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები საიმედო ხელში იქნება“, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.