Loading data...
შოთა ხაბარელი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი ძიუდოისტები იაპონიის ელჩს შეხვდნენ

იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი შოთა ხაბარელი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი ძიუდოისტები იაპონიის საელჩოს ოფიციალურ რეზიდენციაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდნენ.

ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ შოთა ხაბარელს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრობის ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აღიარების სიგელი გადასცა.

შეხვედრას, როგორც საპატიო სტუმარი ასევე ესწრებოდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, რომელმაც შოთა ხაბარელს და ქართველ ძიუდოისტებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შოთა ხაბარელს ახალგაზრდა ძიუდოისტების ხელშეწყობა-განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. შოთა ხაბარელი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.