Loading data...
შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თრან თან მანს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა თრან თჰან მანს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა მიულოცა.

მხარეებმა გამოხატეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრაზე მუშაობის მზაობა.
აღინიშნა, რომ საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბება.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) ფარგლებში თანამშრომლობაზე, ასევე ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე.

შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.