Loading data...
შალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრინციპებსა და საკანონმდებლო ორგანოს როლზე ესაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიულ საფუძვლებსა და ინსტიტუციურ განვითარებაზე, პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციებზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის, განათლების სისტემის რეფორმის პრიორიტეტებსა და პარლამენტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობაზე.