Loading data...
შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

სააღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულეს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

სააღდგომო ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.