Loading data...
შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, წერილთან ერთად პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა გადაეგზავნება.

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა და მათი საკომიტეტო განხილვების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივებით გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში, „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ და სხვა.

​ბიუროს სხდომაზე გამარტივებული და დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.