1785436678
პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „ხადორობა 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები სოფელ მატანის და პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.
სოფელ ხადორში სტუმრობისას პარლამენტის წევრები ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრნენ.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად „ხადორობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო და ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები დაათვალიერა.