Loading data...
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის - დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა კლოდ ვისელერს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის დიალოგის გაღრმავება. ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის ვიზიტების განხორციელების გზით.

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საქმიანობაზე და, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული ომები უკრაინასა და ირანში და მათი გავლენა რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნებზე.

შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.