Loading data...
შალვა პაპუაშვილი ბელგიის ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის სენატის პრეზიდენტ ვინსენტ ბლონდელსა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ პიტერ დე როვერს შეხვდა.

მხარეებმა გაიხსენეს 2025 წლის აპრილში საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და ხაზი გაუსვეს ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი ვიზიტის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რეგიონულ გეოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებსა და შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და ხაზი გაუსვეს დიალოგის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა ბელგიელ კოლეგებს საპარლამენტო საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა.

შეხვედრა შედგა ბელგიის სამეფოში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.