Loading data...
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დავით კოდუასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის დავით კოდუას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დავით კოდუა ზუგდიდის მერად აირჩიეს, აღნიშნული თანამდებობა კი პარლამენტის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელია. მისივე თქმით, კომიტეტმა პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც დავით კოდუას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს.
დავით მათიკაშვილმა კომიტეტის წევრებს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის, პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია გააცნო. აღიშნულ საკითხებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.