საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილისა და ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით განიხილა.
მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, ცვლილება კანონით გათვალისწინებული თარიღის გადავადებას შეეხება.
კერძოდ, ცვლილება შედის „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებაში და ნაცვლად 2025 წლის 1 ივნისისა, სახელმწიფო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, სსიპ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან შეათანხმონ და დაამტკიცონ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები 2027 წლის 1 ივნისამდე.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირა.