1750690531
პარლამენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე პირველი მოსმენით იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას. წარმოდგენილი ცვლილებით კი, მრჩევლის პოზიცია ხდება არაანაზღაურებადი საქმიანობა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, მრჩევლის პოზიცია მისი არსიდან გამომდინარე, არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა არ იყოს ანაზღაურებადი.