Loading data...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმალატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებკანონში დასაგადასახადო კოდექსშიშესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარის მოადგილის ირაკლი კირცხალიას განმარტებით, ცვლილებები მოაწესრიგებს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა ხელი შეუწყოს სანებართვო პირობების დაზუსტებას: ეფექტურ მონიტორინგს, გამჭვირვალობასა და აღრიცხვიანობას.

განისაზღვრება ინტერნეტდომენების და ვებგვერდების ოდენობა და ოპერირების წესი. ნებართვის მფლობელებს დაემატებათ ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა-ორგანიზებასთან მიმართებით, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში. ასევე განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშების ორგანიზატორი პირებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კვირცხალიამ.

კანონპროექტს, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.