Loading data...
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საქართველო-მონტენეგროს მეგობრობის ჯგუფი მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრია მანდიჩმა მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა.

მხარეებმა იმსჯელეს საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარლამენტების კომიტეტების და აპარატების თანამშრომლობასთან დაკავშირებით. აღინიშნა ორივე ქვეყანაში საელჩოების გახსნის და პირდაპირი ავიამიმოსვლის შემოღების მნიშვნელობა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.