1773166588
პარლამენტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კონგრესის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი.