1779713366
პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პარლამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასოციაციაში მიმდინარე სიახლეებს, დაგეგმილ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. საუბარი ასევე შეეხო კანონშემოქმედებით პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ყანდაშვილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.