1781625489
პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის დირექტორთან ვერონიკ დოკენდორფთან.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, რუსული ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესი.
ასევე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.