Loading data...
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს.

საკითხი სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.იგივე პრინციპი გავრცელდება „საქსტატის“ საბჭოს წევრებზე.

მომხსენებლის თქმით, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.

„კანონპროექტი არ აუქმებს ზედამხედველობის მექანიზმს და ანგარიშვალდებულების პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.