1773757773
პარლამენტი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა და 87 ხმით 6-ის წინაღმდეგ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას. ინფორმაციას სქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.