პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო.
კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.
ცვლილება შედის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაში. კანონპროექტით, სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება, გარდა არსებული ტერმინის განმარტებაში მითითებული წონებისა, დამატებით განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
კანონპროექტის თანახმად, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა განხორციელდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემოწმებით, სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, ფრენის დაწყების წინ.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჰაერო ხომალდის რეესტრიდან ამოღების ერთ-ერთი საფუძველია უფლებამოსილი პირის მოთხოვნა.