Loading data...
პარლამენტმა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ერთხმად ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 84 ხმით, ერთხმად ნდობა გამოუცხადა.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:

▪️ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე

▪️ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი

▪️ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი

▪️ საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი

▪️ საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი

▪️ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე

▪️ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე

▪️ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე

▪️ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი

▪️ საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი

▪️ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური

▪️ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.