Loading data...
პარლამენტმა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს.

საკითხი განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას.

კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.