Loading data...
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ გააცნო.

ცვლილებებით ზუსტდება უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ ახორციელებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი და ის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

ცვლილებების თანახმად, სააგენტოში დანიშნული პირები გაივლიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ - სპეციალური მომზადების კურსებს, თუმცა სამსახურის უფროსს ექნება შესაძლებლობა - ასეთი კურსების დამტკიცების, ასევე მისი გავლისგან გათავისუფლების ან/და კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილება, დელეგირების წესით გადასცეს(მიანიჭოს) დაზვერვის სააგენტოს უფროსს.

ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია დაზვერვის სააგენტოში საკადრო, საფინანსო და სამართლებრივი საკითხების ოპერატიულად განხორციელების მიზნით.