1761741254
პარლამენტი
პარლამენტმა დავით კოდუასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ორგანომ დავით კოდუასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დადგენილების პროექტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა და კოლეგებს კომიტეტის დასკვნა გააცნო.
დადგენილების პროექტს 75-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.
„დავით კოდუა საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის დელეგატი დეპუტატი იყო და წარმოადგენდა ზუგდიდელების ხმას. მოხარული ვარ, რომ ის უკვე ახლა როგორც ზუგდიდის მერი გააგრძელებს საქმიანობას და თავისი კუთხისთვის ყველაფერს საუკეთესოს გააკეთებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.