Loading data...
პარლამენტის წევრებმა სამეგრელოსა და იმერეთში არსებული სარწყავი და დამშრობი სისტემები დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა, გასვლითი სხდომის ფარგლებში, სამეგრელოში მდებარე შავღელესა და ქარიატას დამშრობი სისტემები, ასევე იმერეთში არსებული დიმი-რიკოთის სარწყავი სისტემა დაათვალიერეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომიტეტის წევრები ადგილზე გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაო პროცესებს, მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული სისტემების ფუნქციონირების შესახებ.

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, რომელმაც დეპუტატებს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია როგორც მოსავლიანობის ზრდისთვის, ისე ფერმერებისთვის სტაბილური სამუშაო პირობების შექმნისთვის.

კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება წყლის რესურსების ეფექტიან მართვას, თანამედროვე სარწყავი და დამშრობი სისტემების განვითარებას და რეგიონში სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაძლიერებას დაეთმო.